დუბაიდან მამაკაცმა საცოლეს 22 მილიონად ღირებული ბეჭედი ჩამოუტანა, მაგრამ ამბავი სავალალოდ დასრულდა

ბეჭედი

დომოდედოვოს აეროპორტის მებაჟეებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც დუბაიდან 22 მილიონი რუბლის (დაახლოებით 630 000 ლარი) ღირებულების პლატინის ბეჭდის კონტრაბანდას ცდილობდა. მამაკაცს „დაავიწყდა“ ძვირფასი ბარგის შესახებ შეტყობინება. 

„ამერიკული ბრენდის ჰარი უინსტონის 22 მილიონი რუბლის ღირებულების არადეკლარირებული ბეჭედი აღმოუჩინეს 60 წლის უცხოელს, რომელიც ავსტრალიიდან ტრანზიტით ჩავიდა დუბაიში. მამაკაცმა განმარტა, რომ ნიშნობის ბეჭედი პატარძლისთვის საჩუქრად მიჰქონდა და არ იცნობდა საბაჟო წესებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჰარი უინსტონის სამკაული დამზადებულია 950 კარატიანი პლატინისგან, ჩასმული ექვსკარატიანი ბრილიანტით და ორი დამატებითი ქვისგან. სამართალდამრღვევის მიმართ საქმე აღიძრა და  სავარაუდო სასჯელია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 500 ათას (დაახლოებით 15 000 ლარი) რუბლამდე ჯარიმა.