ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ჩავა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის განახლებული პროგრამიდან. ალიანსის შტაბ-ბინაში აღნიშნეს, რომ ზელენსკი ხუთშაბათს NATO-ს მთავარ ოფისს ეწვევა. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ევროკავშირის სამიტზე, სადაც „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს.