გოგა ხაინდრავა: საზოგადოება მომწიფდა, ვეღარ ატყუებს ვერავინ, ამიტომ 26 ოქტომბერს გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი

გოგა ხიანდრავა

საზოგადოება მომწიფდა, ვეღარ ატყუებს ვერავინ, ამიტომ [26 ოქტომბერს] გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისი თქმით, სწორედ ჩამოყალიბებულმა და დამოუკიდებელმა საზოგადოებამ განაპირობა ასეთი ხელისუფლება.

„წარმოუდგენელი რამე მოხდა საქართველოში. ქართული საზოგადოება, სახელმწიფო ჩამოყალიბდა, აი ამ პირობებში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. შუა საუკუნეებიდან დაწყებული უამრავი მაგალითია ისტორიაში, როდესაც საქართველო იმ ფონზე, როდესაც იფშვნებოდა ყველაფერი გარშემო უცებ წარმოდგებოდა, როგორც სერიოზული სახელმწიფო. ზუსტად იგივე მოხდა ახლა, ჩამოყალიბდა სუვერენული, დამოუკიდებელი, საზოგადოება დამოუკიდებელი, რომელმაც განაპირობა ასეთი ხელისუფლება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელი საერთაშორისო ზეწოლის და წნეხის ქვეშ უწევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა.