თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სამი შენობა დაინგრა

მიწისძვრა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად სამი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ალი ერლიკაიამ განაცხადა.

„მალათიაში მომხდარი 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, AFAD [გადაუდებელი დახმარების დირექტორატი] და ჩვენი შესაბამისი უწყებები აგრძელებენ ვითარების შესწავლას მალათიის, დიარბაკირის, შანლიურფას, ელაზიგის, ბატმანსა და თუნჯელის პროვინციებში. ნაწილობრივი ნგრევა სულ სამ შენობაში მოხდა. თითო ინციდენტი მალათიაში, შანლიურფაში და ელაზიგში“, - წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.

იერლიკაიამ განმარტა, რომ მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. შსს-ს ხელმძღვანელის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე შემოვიდა „374 ზარი და შეტყობინება, საიდანაც 341 შეტყობინება სიტუაციის შესახებ, 33 კი დახმარების თხოვნა იყო“.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ (AFAD) აღნიშნა, რომ ნგრევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და ასევე აფასებენ მიწისძვრის შედეგებს.  ამასობაში, სასკოლო არდადეგები გამოცხადდა მალათიაში, რომელიც ეპიცენტრი გახდა. გარდა ამისა, AFAD-ის ცნობით, ზოგიერთ შენობას აქვს ბზარები, ამიტომ მოსახლეობას სთხოვენ, დროებით არ შევიდნენ.