პენსია გაიზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
1732688359
ყირიმში ლომის თავდასხმის შედეგად ტაიგანის ზოოპარკის თანამშრომელი დაიღუპა.
„დადგინდა, რომ დღეს შუადღისას ტაიგანის ლომების პარკის თანამშრომელი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მუშაობდა თითქმის 17 წელი, შევიდა გალიაში სამ ლომთან, გასაწმენდად, არ დახურა კარის საკეტი გალიის ორ ოთახს შორის. რის შედეგადაც, მტაცებლები თავს დაესხნენ ქალს და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს“, - ნათქვამია ყირიმის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ტაიგანის ლომების პარკის თანამშრომლის, ლეოკადია პერევალოვას გარდაცვალების მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა. ამის შესახებ პარკის დირექტორმა, ოლეგ ზუბკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ქალი კარგად იცნობდა მტაცებლებს და იყო ყველაზე გამოცდილი მუშა.თანამშრომლებმა, რომლებმაც ცხედარი აღმოაჩინეს, სამწუხაროდ, ვეღარაფერი უშველეს, რადგან ლომებმა ის უბრალოდ გაფატრეს, - განმარტა ზუბკოვმა.