ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა

პუტინი

 კრემლის ლიდერმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა. აეროპორტში ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირადად გააცილა. მანამდე კიმ ჩენ ინმა და ვლადიმერ პუტინმა პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ცერემონიაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ერთად იბრძვიან ამერიკისა და მისი სატელიტების ჰეგემონიის წინააღმდეგ, კიმ ჩენ ინმა კი რუსეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის საუკეთესო მეგობარი უწოდა.

ფხენიანიდან პუტინი ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა.