ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
სამეგრელოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც მესამე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა, ჯვარის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი გერონტი გოგოხია, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
„მე დღეს ჩვენს სკოლაში თვითნებურად დავუშვი ჩვენი სახელმწიფო დროშა, რადგან, როცა მესამე კლასელი, ცხრა წლის მოსწავლე, გზაზე ასე ტრაგიკულად იღუპება, ეს არის ქვეყნის ტრაგედია და მას მთელი ქვეყანა უნდა გლოვობდეს და ასეც არის... ამ დღეებში, ჩვენს სკოლაში დაგვიდგა თავზარდამცემი გლოვის დღეები... ჩვენი ნიკო სალია დედასთან, გზაზე, თავის სახლამდე 100 მეტრამდე სიახლოვეს, ავტომობილმა გაიტანა. ამ ტრაგიკული მომენტის ხმაურზე მისმა უფროსმა ძმამ საბამ მიუსწრო და თავისი ხელით გამოცალა მკვლელ ავტომანქანას თავისი უსაყვარლესი ძმა... ამ ძალიან მძიმე წუთებში მე და მთელი ჩვენი სკოლა, მოსწავლეები და მასწავლებლები შენს გვერდით გვიგულე საბა... ახლა შენ, შენი და ნიკოს წილი სიყვარული და სიკეთე უნდა დათესო, რაც ყველაზე მთავარია, შენი და ნიკოს წილი უნდა ისწავლო და ორივეს წილი უნდა ემსახურო სამშობლოს. შენს მშობლებს სიცოცხლის უნარი უნდა დაუბრუნო და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა შევძლოთ ყველამ ერთად“, - წერს სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში.