ბრალს არ ვაღიარებ, როგორც ასეთი ძალადობა არ მომხდარა, თვითონ დამარტყა ხელი- დავით ფერაძე

დავით ფერაძე

ტრანსგენდერ ქალზე - ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის გამო “ლელოს“ გაერთიანების საპარლამენტო სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე დააკავეს. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. გამოძიებით დადგენილია, რომ ნატა ტალიკიშვილს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა.

დაშავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე განცხადება გამოაქვეყნა ანა დოლიძის პარტიამ ხალხისთვის. პოლიტიკურ გუნდში აცხადებენ რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია. აქვე აღნიშნულია რომ გმობენ ძალადობის ყველა გამოხატულებას.

კოალიცია “ძლიერი საქართველო“ დავით ფერაძე აცხადებს, რომ ბრალს არ აღიარებს.

“ბრალს არ ვაღიარებ, როგორც ასეთი ძალადობა არ მომხდარა. თვითონ დამარტყა ხელი, მეორე ხელი რომ წამოიღო და დავუკავე, ამ დროს ამოიღო სპრეი და მასხამდა თვალებში, მოგერიების ფარგლებში ვკარი ხელი.

ვგეგმავ, რა თქმა უნდა, სარჩელის შეტანას. ანა დოლიძის განცხადება არის თავის არიდება მხარდაჭერისგან. რაც შეეხება პარტიის წევრობას, პარტია ჩვენი ნებით კი არ დავტოვე, არამედ საარჩევნო კოდექსმა მოითხოვა ასე,“- აცხადებს დავით ფერაძე.