ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამში ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰანოიში ის უკვე შეხვდა ვიეტნამის პრეზიდენტ ტო ლამს. მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ მხარეები სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებდნენ.

ვიეტნამამდე პუტინი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც მოსკოვსა და ფხენიანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.