ერთი თვის ამინდის პროგნოზი - რა გველოდება 20 მარტამდე?
1739996324
"ჰამასი" აცხადებს, რომ შაბათს 6 ისრაელელ მძევალს, ვადაზე ადრე გაათავისუფლებს. ამით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირველი ეტაპი დასრულდება. შეთანხმების დადების მომენტში, ტერორისტულ ორგანიზაციას 33 მძევალი ჰყავდა, რომელთაგან 19 უკვე თავისუფალია.
ისრაელის ინფორმაციით, დარჩენილი 14-იდან ცოცხალი მხოლოდ ექვსია. დაღუპულებს შაბათს სამშობლოში გადაასვენებენ, მათ შორის, არის ორი მცირეწლოვანი ძმა დედასთან ერთად. შეთანხმების მეორე ფაზაზე მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყებენ.
"ვიწყებთ მოლაპარაკებებს შეთანხმების მეორე ფაზის შესახებ. ისრაელი ყველა მძევლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია. ასევე, ერთგულები ვართ ყველა იმ მიზნისა, რომელიც უსაფრთხოების კაბინეტს აქვს დასახული. მოვითხოვთ ღაზადან ყველა სამხედროს გაყვანას. არ დავთანხმდებით "ჰამასისა" და სხვა ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაციის ღაზაში გაჩერებას", - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გედეონ საარმა.