მეცნიერებმა დაასახელეს დღის კონკრეტული პერიოდი, როცა ყავის მიღება სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის
1761385340
თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 9 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ესროლეს კვერცხები, მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ.
აქციის მონაწილეები რესტორან „ბაბილოსთან“ გუშინ საღამოს შეიკრიბნენ, სადაც არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს, ასევე კვერცხები დაუშინეს. მოსამართლეებს რესტორნის დატოვება პოლიციის კორდონით მოუწიათ.
ადგილზე რამდენჯერმე მოხდა როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რის გამოც ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება იყო.