ბათუმში გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს - დაკავებულებს შორის მყოფი ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე გვიან ღამით გათავისუფლდნენ

პოლიცია

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველები 8 პირის დაკავებას ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა. დაკავებულებს შორის იყვნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები - ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ორივე მათგანი გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დემონსტრანტების დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. შეკრებილები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ.