ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ
1736782536
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება წასვლის შესახებ მისთვის ერთ-ერთი რთული იყო. „თუმცა, ახალმა პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ ცვლილებებს აპირებს. კანონით მას ამის გაკეთება ნებისმიერი მიზეზით, ან მის გარეშე შეუძლია“, - თქვა რეიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გადადგომა ხელს შეუწყობს იმას, რომ FBI პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჩაითრიონ.
„მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბიუროსთვის უკეთესი იქნებოდა გამეკეთებინა ეს ორგანიზებულად, რათა FBI [პოლიტიკურ] ბრძოლაში უფრო ღრმად არ ჩაგვეთრია“, - დასძინა მან.
კრისტოფერ რეი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი 2017 წლიდან არის.