ვიქტორ ორბანი ახალი ინიციატივით გამოდის

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის ევროკავშირის წევრებს ევროკომისიისგან განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს.

როგორც უცხოური მედია წერს, ორბანის ინიციატივაა, ქვეყნებმა თავად შეაფასონ, რა თანხის გამოყოფა სურთ უკრაინისთვის და ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განახორციელონ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, უნგრეთი მზად არის, უკრაინისთვის 150-დან 170 მილიონამდე ევრო ბიუჯეტიდან გამოყოს.

ამასთან, როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს.

ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარების წინააღმდეგია, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს აღნიშნული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.