1732386875
ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა - მამუკა მდინარაძე
ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა, თუ მე არ ვცდები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადების კომენტირებისას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აქაც ტყუილი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეკერებინათ რომელიმე პარტიისთვის. მისივე თქმით, როგორც კი საქართველოზე კარგი თქვა ჩვენმა პარტნიორმა და ამ ქვეყნის მეგობარმა, მას იმ წუთას თავს დაესხნენ.
„ძალიან ნიშანდობლივია ერთი ამბავი, გადაამოწმეთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ როგორც მახსენდება, ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა, თუ მე არ ვცდები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამ შემთხვევაში ფეიკზე ააწყვეს ლოგიკა, სამადაშვილმა, აქაც თუ არ ვცდები და თუ ის საუბრობს, ჯერ ერთი, რა პრობლემა იქნებოდა დაუშვათ ისედაც, მაგრამ, მაინც აქაც ტყუილი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეკერებინათ რომელიმე პარტიისთვის. მე როგორც მახსოვს, „ფიდესის“ წევრი არ უნდა ყოფილიყო ვარჰეი, მაგრამ ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში საბოლოო ჯამში შედეგი ვიხილეთ ის, რომ როგორც კი საქართველოზე კარგი თქვა ადამიანმა, ჩვენმა პარტნიორმა და ამ ქვეყნის მეგობარმა, იმ წუთას მოახდინეს მასზე თავდასხმა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ვიზა ლიბერალიზაციის დროს ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა და გუშინ ეს ღია ეთერში დაადასტურეს - პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ ადამიანს, რომელმაც საქართველოზე თქვა კარგი. „ფაშისტური განცხადებები დიდი ხანია აღარ გვიკვირს ჩვენი ოპონენტებისგან. ეთნიკურობა, ეროვნულობა, ასეთი რაღაცები რომ რაღაცის განმსაზღვრელი და ნიშანია მათთვის, ეს მეორე პრობლემაა, მაგრამ პირველი და მთავარი არის საქართველოს მტრობა. გახსოვთ, რომ ისინი ვიზა ლიბერალიზაციის დროს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, გუშინ ეს დაადასტურეს ღია ეთერში. პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ ადამიანს, რომელმაც საქართველოზე თქვა კარგი. როდესაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შეაქო საქართველოში რეფორმები, ევროპულ პერსპექტივაზე დამაიმედებელი მესიჯები გაახმოვანა საქართველოსთვის, მასზე მყისიერად მოაწყვეს თავდასხმა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.