დიდი გაერთიანება, ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით, სულ ახლახან კრახით დასრულდა - ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„უნგრეთიც საინტერესოა. უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ.გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ.გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად - ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა. შ.საერთო ოპოზიციური პრაიმერი გააკეთეს.ასე შეარჩიეს მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერობის კანდიდატი.ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით.სულ ახლახანს, კრახით დასრულდა უიდეო ერთობა - ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.კატასტროფიზმი პოპულიზმს ვერ ამარცხებს - უიდეო, მექანიკური გაერთიანებები და სოციალური ინჟინერია არ ამართლებს“, წერს ჩერგოლეიშვილი.