VIDEO: ლუკაშენკოს ჰოკეის მატჩის დროს სახეში ჰოკეის ჯოხი მოხვდა

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში ჰოკეის მატჩის დროს სახეში ჰოკეის ჯოხი მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს.

შემთხვევა ლუკაშენკოს გუნდისა და მინსკის ოლქის მატჩის დროს მოხდა.

როგორც გამოცემა წერს, მოთამაშე, რომელმაც პრეზიდენტს ჯოხი დაარტყა, „კარგადაა“. ინციდენტის შემდეგ ლუკაშენკოს ნიკაპსა და ლოყაზე ბინტი ჰქონდა შემოხვეული.