პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთისა და ბელარუსიის პრეზიდენტებს შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების ინტერესების დაცვა ძალიან მკაცრად, მათ ესმით ერთმანეთის და აგრძელებენ მეგობრულ დიალოგს.
პესკოვის განცხადებით, ის რაც უკრაინაში ხდება, ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს ალექსანდრე ლუკაშენკოს.
„ალექსანდრე გრიგორევიჩი აბსოლუტურად უნიკალურ ურთიერთობაშია ჩვენს პრეზიდენტთან. მათ მართლაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ. მათ ისე ესმით იმის არსი, რაც ხდება ჩვენს ქვეყნებში და არსი იმისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, როგორც სხვას არავის“, - განაცხადა პესკოვმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრე გრიგორევიჩს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შედარებით გულს არანაკლებ სტკენს", - აღნიშნა პესკოვმა.