1739198120
ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თებერვალს პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება
![ევროკავშირი ევროკავშირი](https://primetime.ge/uploads/files/2022/02/27/5396/ursula-fon-der-laieni_w_h.jpeg)
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თებერვალს პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდება.
„დღეს და ხვალ ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება საფრანგეთში, პარიზში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის სამიტში. ხვალ, 11 თებერვალს, ფონ დერ ლაიენი შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმახერმა.
მისივე თქმით, 12 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთად ბრიუსელში, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდება.
ამასთან, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, 14 თებერვალს ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობას მიიღებს გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.