66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის.
ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, უკრაინის ყოფილმა ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლუდმილა დენისოვამ და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა „უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს რუსი სამხედროები უკრაინელი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში და მათი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა“.
„უკრაინელი ქალებს რეალური საფრთხე არა რუსეთიდან ელით, არამედ ევროპაში. შვედეთის თანასწორობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ უკრაინელი ლტოლვილები სულ უფრო ხშირად ხდებიან სუტენიორობისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი“, - წერს ზახაროვა “ტელეგრამ“ არხზე.