თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

მანქანა დაიწვა

თბილისში, გია ჭანტურიას ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები. 

„პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.