1740477955
უკრაინა $350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს - დონალდ ტრამპის მინერალების შეთანხმებაზე

უკრაინა $350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის (თუ რას მიიღებს უკრაინა მინერალებზე შეთანხმებაზე ხელმოწერით) პასუხად განაცხადა.
„უკრაინა ძალიან მამაცია, მაგრამ აშშ-ს ფულისა და მისი შეიარაღების გარეშე, ეს ომი დროის ძალიან მოკლე პერიოდში დამთავრდებოდა“, - დაამატა მან.