განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957
სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მუდმივად ჩასაფრებულ რეჟიმშია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად მიუდგეს ამ პროცესს, ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი, ვიწროპარტიული, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მუდმივად ჩასაფრებულ რეჟიმშია და ის გარდაცვლილი ადამიანები - კიდევ ერთხელ მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო - დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად მიუდგნენ ამ პროცესს, ცდილობენ ყველა ტრაგედია საკუთარ ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც, რა თქმა უნდა, არც პოლიტიკურად, არც მორალურად, არანაირად გამართლებული არ არის, თუმცა რა ვქნათ, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე, ისინი ასეთები არიან, ჩვენ ამ რეალობას ვერ გავექცევით, თუმცა როგორც გითხარით ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და იცით თქვენ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არავინ დარჩეს ყურადღების გარეშე“, - განაცხადა ბოჟაძემ.
მიმდინარეობს ბრძოლა სტიქიასთან. ოპოზიცია კი სპეკულაციებისთვის იცლის. დეზინფორმაციების გავრცელებასთან ერთად, უტევენ ხელისუფლების პირველ პირებს. მკაფიო მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული კომენტარის დამახინჯებული კონტექსტით საზოგადოებისთვის მიწოდება. ასევე საუბრობენ, რომ სტიქიის ზონაში არაფერი კეთდება - ეს იმ ფონზე, როდესაც ყველა უწყება საგანგებო რეჟიმით მუშაობს.
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957