რა არის ღუმლის უჯრის რეალური დანიშნულება, რომელსაც არასწორად ვიყენებთ
1709930188
Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კომპანიის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი იოელ როთი წერს.
„გუშინდელი შემცირება ჩვენი განყოფილების პერსონალის 15%-ს, კომპანიის მასშტაბით კი 50%-ს შეეხო“, – წერს იოელ როთი. კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ Twitter-ი ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა და ასეთ ვითარებაში მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
„სხვა არჩევანი არ გვქონდა, როდესაც კომპანია ყოველდღე 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს. ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს 3-თვიანი კომპენსაცია შევთავაზეთ, რაც კანონით გათვალისწინებულზე 50%-ით მეტია“, – წერს ილონ მასკი.
Here are the facts about where Twitter’s Trust & Safety and moderation capacity stands today:
— Yoel Roth (@yoyoel) November 4, 2022
tl;dr: While we said goodbye to incredibly talented friends and colleagues yesterday, our core moderation capabilities remain in place.