Twitter-ის შეძენის შემთხვევაში ილონ მასკი კომპანიის თანამშრომელთა 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს - Washington Post

მასკი

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ის შეძენის შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელთა 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Washington Post-ი წერს.

მასკმა უკვე შეატყობინა პოტენციურ ინვესტორებს, რომ Twitter-ის 7500 თანამშრომლიდან სამსახურს მხოლოდ ძირითადი ბირთვი, დაახლოებით 2000-მდე ადამიანი შეინარჩუნებს.

თუმცა, The Washington Post-ის ინფორმაციით, კომპანიაში თანამშრომელთა მასშტაბური გათავისუფლება იმ შემთხვევაშიც იგეგმება, თუ მასკი Twitter-ს ვერ შეიძენს. კომპანიის ხელმძღვანელებს სახელფასო ფონდის შემცირება სურთ, რაც თანამშრომელთა 25%-ის გათავისუფლებას გამოიწვევს.