თურქეთის შს მინისტრის თქმით, ბაშარ ასადის წასვლის შემდეგ თურქეთიდან სირიაში 25 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილი დაბრუნდა

 ალი იერლიკაია

ბაშარ ასადის წასვლის შემდეგ თურქეთიდან სირიაში 25 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილი დაბრუნდა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

2011 წელს სირიაში ომის დაწყების შემდეგ თურქეთში ოთხ მილიონამდე სირიელი გადავიდა. როგორც მედია წერს, თურქეთს სირიის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს და ამჟამად ფოკუსირებულია სირიელი ლტოლვილების ნებაყოფლობით დაბრუნებაზე.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დამასკოსა და ალეპოში, თურქეთის საელჩოსა და საკონსულოში შეიქმნება მიგრაციული ოფისი, რომელიც თურქეთიდან დაბრუნებული სირიელების რაოდენობას გაუწევს მონიტორინგს.

8 დეკემბერს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობიდან დაახლოებით ერთ კვირის თავზე დამასკოში თურქეთის საელჩომ მუშაობა განაახლა.