1740464538
"თუ ჭკვიანები ვართ, ომის დასრულებას რამდენიმე კვირაში შევძლებთ" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი. ტრამპმა ამისთვის საჭირო წინაპირობად გონიერება დაასახელა.
"ვფიქრობ, თუ ჭკვიანები ვართ, მის დასრულებას რამდენიმე კვირაში შევძლებთ. ხოლო, თუ ჭკვიანები არ ვართ, ის გაგრძელდება, და ჩვენ სულ უფრო მეტ ახალგაზრდა, შესანიშნავ ადამიანებს დავკარგავთ, რომლებიც არ უნდა კვდებოდნენ", - განაცხადა ტრამპმა მედიასთან საუბრისას.