ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ტრაგიკულად დაიღუპა

ამერიკელი ბლოგერი

ცნობილი ამერიკელი ბლოგერი Twitch Stable Ronaldo ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

21 წლის ბლოგერის დაღუპვის შესახებ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. მათი ინფორმაციით, ის სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა.

მედიის ცნობით, ბლოგერის ფანები გაურკვევლობაში არიან და არ სჯერათ, რომ Stable Ronaldo დაიღუპა, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადრე, Stable Ronaldo-ს გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში თვითონ ბლოგერი ამხილეს, რის გამოც ახლა ფანები მისი გარდაცვალების ამბავს ეჭვის თვალით უყურებენ.

წყარო: