ჯეკ მეტლოკი: ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია

ჯეკ მეტლოკი

ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სულაც არ ჰგავს პუტინის მიერ რუსეთში შემოღებულ კანონებს. სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში საბჭოთა კავშირში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯეკ მეტლოკმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ არსებობს ფუნდამენტური მიზეზი იმის, რის გამოც უკრაინაში ტრაგედია ხდება, რაზეც ომის დასაწყისში ამბობდნენ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული და ამას იმეორებდნენ, რეალურად ეს იყო პროვოცირებული და ეს ახლა ეჭვგარეშეა და რა იდეას მისცემს საქართველოს იმისათვის, რომ აირიდოს სამომავლოდ კონფლიქტები და გაზარდოს უსაფრთხოების შანსები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა შეხედოს რეგიონს, რა არის აშშ-ს მიზანი ამ რეგიონში ამჟამად.

„ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შესთავაზოს საქართველოს კარგი ურთიერთობა, საჭიროებისამებრ შესთავაზოს ეკონომიკური დახმარება, თუმცა თავიდან უნდა აირიდოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ვფიქრობ ეს არასოდეს ამართლებს. ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემა, რასაც დღეს ვხედავთ, არის დემოკრატიის გავრცელების მცდელობა. გარეშე პირი დემოკრატიას ვერ გაავრცელებ. ყოველთვის, როდესაც გარეშე პირი ერევა სხვის შიდა პოლიტიკაში, იგი აზიანებს იმ ხალხს, ვისაც ცდილობს, რომ დაეხმაროს, რადგან ამ დროს უცხოელ აგენტად აღიქმები. იმედი მაქვს აშშ-ს კარგი ურთიერთობა ექნება საქართველოსთან და გააგრძელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ უნდა ვაფინანსებდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან ღრმად არიან ჩარეული შიდა პოლიტიკაში, რადგან ეს საეჭვო წარმოდგენებს შექმნის, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვფიქრობთ, რომ კარგ რამეს ვაკეთებთ.

ჩემი აზრით, შიდა პოლიტიკას თავი უნდა ავირიდოთ. ამჟამინდელ სიტუაციას რაც შეეხება, დღეს დილით წავიკითხე Quincy Institute-ის ძალიან საინტერესო სტატია, რომელსაც ყველა მსმენელს ვურჩევ, რადგან ამ სტატიაში ძალიან დაბალანსებული აზრია წარმოდგენილი მიმდინარე მოვლენებზე. გარდა ამისა, ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სულაც არ ჰგავს პუტინის მიერ რუსეთში შემოღებულ კანონებს, რომლებიც სცდება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების სფეროს. ამერიკა თავად ითხოვს იმ ორგანიზაციების რეგისტრაციას, რომელთაც უცხოეთი აფინანსებს. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს ცუდია, თუმცა თუ საქართველოს მთავრობა ამას აკეთებს, ის არაფერს აკეთებს იმისგან განსხვავებულს, რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს. ასე რომ, ამის გაკრიტიკება ან უფრო მეტიც, სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია. ამ სტატიის წაკითხვას ვურჩევ ყველას“, - აღნიშნა მეტლოკმა.