ჯეკ მეტლოკი: საქართველოს ინტერესებშია კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. იგი არ უნდა ჩაერიოს არცერთ მხარესთან, მსოფლიოს დაყოფის პროცესში, ე.წ. ცივილიზაციათა ჯახის ფარგლებში

ჯეკ მეტლოკი

ასეთმა პატარა სახელმწიფომ, თანაც ასეთი მდებარეობით, უნდა შეიმუშაოს ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომ არავისთან მტრობდეს. საქართველოს სჭირდება კარგი ურთიერთობები თურქეთთან, სომხეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში საბჭოთა კავშირში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯეკ მეტლოკმა.

ლაშა კასრაძემ მას ჰკითხა: „ვფიქრობ, თქვენ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს შეუძლია რეგიონის შიგნით საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს, ვინაიდან ბევრი შესაძლებლობაა რეგიონის შიგნითვე“.

„ეს იდეალისტური ოცნება, რომ საქართველო ვიღაცამ უნდა ამოარჩიოს და ნატოს შეუერთოს, ეს ოცნებები დაიმსხვრა და მე თუ მკითხავთ არსებობის შანსიც არ ჰქონდა, თუმცა საქართველოს უნდა გაეტარებინა თავისი ინტროსპექციული საგარეო პოლიტიკა, რეგიონის და არსებული რესურსების გათვალისწინებით. სხვათა შორის, რესურსები, რომლებიც თქვენმა მეგობარმა შევარდნაძემ დატოვა გეოეკონომიკური კუთხით, მილსადენის პროექტები, იყო ის, რითაც საქართველო დასავლეთის რადარზე აღმოჩნდა, ასე რომ ვფიქრობ, რთულია არ დაგეთანხმოთ. საქართველოსთვის თქვენი რჩევაა, რომ იყოს უფრო რეალისტი, პრაგმატული, რომ გააანალიზოს რეგიონში საკუთარი როლი და საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები - ვფიქრობ ეს ფასდაუდებელია. გაქვთ თუ არა კიდევ საბოლოო კომენტარები საქართველოსთვის?“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.

თავის მხრივ, ჯეკ მეტლოკმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესებშია კარგი ურთიერთობები ჰქონდეს თავის მეზობლებთან.

„ვფიქრობ, გავიმეორებ იმას, რაც თქვით. საქართველოს ინტერესებშია, რომ კარგი ურთიერთობები ჰქონდეს თავის მეზობლებთან. იგი არ უნდა ჩაერიოს არცერთ მხარესთან, მსოფლიოს დაყოფის პროცესში, ე.წ. ცივილიზაციათა ჯახის ფარგლებში. ვფიქრობ, ეს კრახს განიცდის. ასეთმა პატარა სახელმწიფომ, თანაც ასეთი მდებარეობით, უნდა შეიმუშაოს ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომ არავისთან მტრობდეს. საქართველოს სჭირდება კარგი ურთიერთობები თურქეთთან, სომხეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკა არ უნდა ამბობდეს, რომ საქართველო მხოლოდ ერთ მხარესთან იყოს და მეორესთან მტრული ურთიერთობა ჰქონდეს. ვფიქრობ, საქართველო ერთ დღეს დააკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ამას ვეტო დაადოს. ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა, რომ ბოიკოტი გამოუცხადოთ რუსეთს, არაგონივრულია. ვფიქრობ ყველაფერი შეიცვლება. უკრაინის ომი სამუდამოდ არ გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ ცვლილებები იქნება. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ რა იქნება ამერიკის პოლიტიკა, რადგან ახლა ჩვენი ქვეყანა ძალიან გაყოფილია“, - აღნიშნა მან.