„თელ-ავივში, ვიღებთ შეტყობინებას, რომ რაკეტები მოდის ჩვენს მხარეს...“ – ნუცა ბუზალაძე

ნი

ნუცა ბუზალაძე თელ-ავივში, რესტორანში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

როგორც მომღერალი წერს, იქ მყოფმა ყველა პირმა მიიღო შეტყობინება, რომ მათ მხარეს რაკეტები მიდიოდა, თუმცა საბედნიეროდ ყველა მათგანი ჰაერში ააფეთქეს.

„მოკლედ, სიტუაცია იყო ასეთი, თელ-ავივში, რესტორანში მივირთმევდით საჭმელს და უცბად ყველა იღებს შეტყობინებას, რომ რაკეტები მოდის ჩვენს მხარეს. შემდეგ ორი წუთით ზუსტად ყველანი სამზარეულოში შევედით. მადლობა ღმერთს, ჰაერში ააფეთქეს“, – წერს ნუცა ბუზალაძე.