„ცაჰალი“ მზადყოფნის ძალიან მაღალ დონეზეა გადაყვანილი - დანიელ ჰაგარი

„ცაჰალი“

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ „ცაჰალი“ [ისრაელის თავდაცვითი ძალები] მზადყოფნის ძალიან მაღალ დონეზეა გადაყვანილი.

მანამდე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

"ცაჰალი" მზადყოფნის ძალიან მაღალ დონეზეა გადაყვანილი, ყველა მიმართულებით. ეს ეხება როგორც თავდაცვას, ასევე შეტევას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის", - განაცხადა ჰაგარიმ სალეხ ალ-არურის ხსენების გარეშე.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ითქვას ამაღამ არის ის, რომ ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი და ვრჩებით ორიენტირებულნი "ჰამასთან" ბრძოლაზე", - დასძინა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა.