ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2026 წელს 3%-ს მიაღწევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერის, ჯული კოზაკის განცხადებით, გლობალურმა ეკონომიკამ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული შოკი მეტ-ნაკლებად გადაიტანა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ გლობალური ეკონომიკური წარმოება 2026 წელს დაახლოებით 3%-ით გაიზრდება, თუმცა ვითარების გაუარესების რისკები კვლავ მაღალი რჩება.
ამასთან, კოზაკის განცხადებით, 2026 წელს გაიზრდება გლობალური ვალის მოცულობაც, ინფლაცია კი მსოფლიოში წელსაც მაღალი იქნება.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, IMF-ის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის ბოლომდე აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.3% იქნება, ევროპაში – 0.9%, იაპონიაში – 0.6%, კანადაში – 1.1%, ჩინეთში – 4.5%, რუსეთში კი – 1.1%.
ამასთან, IMF-ის ცნობით, 2027 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 3.4%-მდე უნდა გაიზარდოს.