ტრამპმა კანადას საზიზღარი ქვეყანა უწოდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ქვეყანაა, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.

მან კვლავ აღნიშნა, რომ კანადა ამერიკის 51-ე შტატი უნდა გახდეს, და გააკრიტიკა ის, როგორც სავაჭრო პარტნიორი.

„ისინი დიდ ტარიფებს იღებენ. როცა მე აიოვას, ნებრასკის სხვადასხვა ადგილებში ვმოგზაურობდი ადამიანები უჩიოდნენ იმას, თუ როგორ ყვლეფს მათ კანადა... ჩვენ კანადასთან დიდი დეფიციტი გვაქვს“, - თქვა ტრამპმა.

მან აგრეთვე თქვა, რომ მას მრავალ ქვეყანასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ კანადა „ერთ-ერთი საზიზღარი ქვეყანაა, რომელთანაც მე საქმე მქონია“.

ტრამპმა კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ საზიზღრები, და ისინი არასდროს ამბობდნენ სიმართლეს.