ტრამპმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს მოსკოვში ჩასვლას გამარჯვების დღის იუბილესთან დაკავშირებით.

მანამდე ფრანგულმა გამოცემა Le Point-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში შეიძლება ჩავიდეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არის, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრა გაიმართება.