აღმაშენებლის ხეივანზე ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა - ვითარება ადგილზე
1783355831
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარეები კონფლიქტის დარეგულირებისკენ აქტიურად მიისწრაფიან.
„ვფიქრობ, უკრაინაში ომის დასრულებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ხალხს ჰგონია.
პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს. ამას ძალიან დაჟინებით გეტყვით. ჩვენ კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა.
ზელენსკის რეალურად სურს, რომ ეს ახლა დასრულდეს.
ჩვენ ნატოს სამიტზე მივდივართ და ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ომს დავასრულებთ“, - დასძინა აშშ-ის ლიდერმა.