VIDEO: ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

წვიმა თბილისში

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე უბანში გადაადგილების პრობლემები შექმნა.

უხვი ნალექის გამო, დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ამასთან, ​აღმაშენებლის ხეივანზე, ძლიერი ქარის შედეგად, ხე წაიქცა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა.

უამინდობა ქვეყნის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მოსახლეობას 112-მა გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა.