ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო აშშ-ის მიმართ გამოხატული „დიდი სიყვარული“, რომელიც ნატოს წევრებთან შეხვედრისას სუფევდა, და თავი მოიწონა იმით, რომ მსოფლიო ლიდერებმა მადლიერება გამოხატეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით მისი ძალისხმევის გამო.
„მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. - „მათ თქვეს: ბატონო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?“
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ახლა ყველანი თანახმა არიან ახალ, 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე.
„ზოგიერთმა მართლაც უპასუხა მოწოდებას, ზოგი კი დიდ ცვლილებებს ახორციელებს და უპასუხებს მოწოდებას“, - თქვა მან. - „დაწესდება ეს 5%-იანი მაჩვენებელი, ეს არის ის რიცხვი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო“.
ტრამპმა დასძინა, რომ გაზრდილი ხარჯები აშშ-ისთვის მომგებიანი იქნება, რადგან თანხის დიდი ნაწილი ამერიკული წარმოების იარაღისა და აღჭურვილობის შეძენაზე დაიხარჯება.