ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს სასარგებლო რჩევას უზიარებს.
„ახალი ხილი ბავშვთა კვებაში - როდის, როგორ და რა რაოდენობით?
ახალი ხილი ბავშვის კვების რაციონში სასარგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპია. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ბოჭკოთი და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, თუმცა მნიშვნელოვანია, მისი შეთავაზება ასაკისა და განვითარების შესაბამისად მოხდეს.
როდიდან შევიტანოთ?
თუ ბავშვი მზად არის დამატებითი კვებისთვის, ახალი ხილის შეთავაზება შესაძლებელია 4-6 თვის ასაკიდან.
რომელი ხილით დავიწყოთ?
უპირატესობა მიანიჭეთ რბილ და ადვილად მოსანელებელ ხილს:
ვაშლი (გახეხილი ან ორთქლზე ოდნავ დამუშავებული)
მსხალი
ბანანი
ატამი
გარგარი
კენკრა, ციტრუსები და სხვა ხილი
7-9 თვის ასაკიდან ეტაპობრივად შეგვიძლია შევთავაზოთ:
მარწყვი
ჟოლო
მოცვი
ალუბალი (უკურკოდ)
ფორთოხალი, მანდარინი, კივი
რამდენი მივცეთ?
ახალი პროდუქტი ყოველთვის მცირე რაოდენობით დაიწყეთ 1-2 ჩაის კოვზით, შემდეგ კი, თუ ბავშვი კარგად იტანს, თანდათან გაზარდეთ ასაკის შესაბამისად.
როდის შევთავაზოთ?
უმჯობესია ხილი მიეცეს დღის პირველ ნახევარში, ძირითად კვებებს შორის ან დესერტად. არ არის რეკომენდებული ხილის წვენით ჩანაცვლდეს თავად ხილი -უპირატესობა ყოველთვის მთლიან ნაყოფს ენიჭება.
გახსოვდეთ:
ახალი ხილი ერთდროულად მხოლოდ ერთი სახეობის შეიტანეთ.
თითოეულ ახალ პროდუქტს შორის დატოვეთ 2-3 დღე, რათა შესაძლო ალერგიული ან სხვა არასასურველი რეაქციის შეფასება შეძლოთ.
ყურძენი, ალუბალი, ბალი და სხვა მრგვალი ხილი მცირეწლოვან ბავშვებს ყოველთვის დაჭრილი და უსაფრთხო ფორმით შესთავაზეთ, რათა გადაცდენის რისკი შემცირდეს.
ფერადი, მრავალფეროვანი და სეზონური ხილი ბავშვის ჯანსაღი კვების საუკეთესო ნაწილია. მთავარია, ყველაფერი მოხდეს ეტაპობრივად, უსაფრთხოდ და ბავშვის ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით",- წერს მამუჩიშვილი.