1775053549
ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა, საკითხს მას შემდეგ განვიხილავთ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობს, მაგრამ ირანის პრეზიდენტს ახასიათებს როგორც ნაკლებად რადიკალიზებულს და გაცილებით ჭკვიანს.
„ირანის რეჟიმის ახალი პრეზიდენტი ნაკლებად რადიკალიზებულია და წინამორბედებისგან ბევრად ჭკვიანი. მან ცოტა ხნის წინ მან შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამ საკითხს მას შემდეგ განვიხილავთ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, იქნება თავისუფალი და სუფთა. იქამდე კი, ირანის განადგურებას გავაგრძელებთ, ან როგორც ამბობენ, გავაგრძელებთ ქვის ხანაში მის დაბრუნებას“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.










