1774906632
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
„ისინი არ იყვნენ ჩვენი მეგობრები მაშინ, როდესაც დაგვჭირდნენ“, - განუცხადა ტრამპმა Reuters-ს ინტერვიუში. „ჩვენ მათთვის ბევრი არაფერი გვითხოვია... ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საღამოს ერისადმი მიმართვაში ნატოს მიმართ თავის უკმაყოფილებას გამოხატავს და „აბსოლუტურად“ განიხილავს ალიანსიდან აშშ-ის გაყვანის საკითხს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ იტყვის, როდის დასრულდება ომი ირანში, „ჩვენ იქიდან საკმაოდ სწრაფად გამოვალთ“.










