პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775055558
"სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი 500-ზე მეტი პირი, ხოლო ზიანი შეადგენს, დაახლოებით, 31 მილიონ ლარს", - ამის შესახებ "სფერო ჰოლდინგის" საქმის პროკურორმა განაცხადა, რომლის არსებითი განხილვაც დღეს, საქალაქო სასამართლოში დაიწყო.
ნინო კეპულაძის თქმით, ამ ეტაპზე, საქმეზე დაკავებულია სამი ფიზიკური პირი, ამავდროულად ბრალი აქვს წარდგენილი ორ იურიდიულ პირს.
"დღევანდელ პროცესზე გავიარეთ შუამდგომლობების ეტაპი. უკვე მომდევნო სხდომიდან საქმეზე სასამართლო მოისმენს მხარეთა შესავალ სიტყვებს, ამავდროულად, ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებათა კვლევას.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ამ ეტაპზე, საქმეზე დაკავებულია სამი ფიზიკური პირი, ამავდროულად ბრალი აქვს წარდგენილი ორ იურიდიულ პირს.
სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი 500-ზე მეტი პირი, ხოლო ზიანია შეადგენს, დაახლოებით, 31 მილიონ ლარს", - განაცხადა ნინო კეპულაძემ.