1775053549
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
ადვოკატის თქმით, კანონით დადგენილ ვადაში ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, რადგან ისინი უკვე შვიდი თვეა პატიმრობაში იმყოფებიან.










