„თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში“ - ზელენსკი კონგრესს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ქვეყნისთვის დასავლეთის დახმარება. ზელენსკის თქმით, პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინისთვის გადამწყვეტია.

„თითოეულ თქვენგანს, ქალბატონებო და ბატონებო, შეგიძლიათ დახმარების აღმოჩენა განხორციელებაში, რათა უზრუნველყოთ, რომ ამერიკელების ხელმძღვანელობა დარჩეს მყარი, ორპალატიანი და ორპარტიული. აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია, არა მხოლოდ ასეთ ბრძოლაში, არამედ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის.

ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა. თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვეპყრობით. რუსეთში გაგზავნილი ასობით ირანული სასიკვდილო დრონი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე გახდა. ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ," - განაცხადა ზელენსკიმ.