ტოკიოში, საკურა ჩვეულებრივზე ადრე აყვავდა

საკურა

საკურა ტოკიოში ჩვეულებრივზე 10 დღით ადრე აყვავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ზოგადად საკურას სეზონი იაპონიაში მარტის ბოლოს აპრილის დასაწყისიდან იწყება. 

ექსპერტების თქმით, საკურას ნაადრევად აყვავება უჩვეულოდ თბილმა ამინდებმა გამოიწვია. 

საკურა იაპონიის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში საკურას 5 ძირითადი და 200 ჰიბრიდული სახეობა მოჰყავთ.