ცნობილია, ქარელში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

policiis lenti

ქარელი-კეხიჯვრის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა გურამ კაკაშვილია. როგორც ირკვევა, ის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

„ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამ შინაარსის ტექსტის დაწერა. გარდაიცვალა განათლების ფაკულტეტის სტუდენტი, გურამ კაკაშვილი. ძალიან კარგი ადამიანი. ვიზიარებთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამძიმრის პოსტში.

ცნობისთვის, შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. მანქანა გზის დამცავ ჯებირს შეეჯახა. ერთი მგზავრი მძიმედ დაშავდა.