ერთი დაღუპული და ერთი დაჭრილი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ურთიერთშელაპარაკება ტრაგიკულად დასრულდა

შსს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. 

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

ორივე შემთხვევაზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებულები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.