რა ახალი დეტალები ვრცელდება სვანეთში მომხდარ ყაჩაღობაზე

სვანეთში გაუჩინარებულ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სავარაუდოდ ორი პირი დაესხა თავს, რომლებსაც სამართალდამცველები ეძებენ.

დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებულმა ქალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. გაუჩინარებული ტურისტი მამაკაცის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

პირი, რომელმაც დაზარალებული ქალი იპოვა გზაზე, მედიასთან ამბობს, რომ თავდამსხმელებს მანქანით სურდა მისი გატაცება, რა დროსაც კაცმა წინააღმდეგობა გაუწია. ამ დროს მოხდა გასროლა. ამის შემდეგ კი ქალი დატოვეს და მისი მეუღლე გაიტაცეს. 

სამართალდამცველები ასევე ეძებენ დანაშაულში ბრალდებულებს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობას გულისხმობს.