სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სასწრაფო

რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. როგორც ექიმმა განაცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ხანძარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო.