„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს“ – ახალი ვირუსის შესახებ გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

ახალი ვირუსი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინეთში დაფიქსირებული ახალი რესპირატორული ვირუსის, HMPV-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, HMPV ვირუსი, ჩინეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

„HMPV ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში, იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს. ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს, პანდემია ჯერ მოსალოდნელი არ არის“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საერთაშორისო მედიის ცნობით, ვირუსი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ადამიანის მეტაპნევმოვირუსი [HMPV], მიმდინარე ზამთარში ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში დაფიქსირდა. მედიის მონაცემებით, ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით ბავშვებში დადასტურდა.

ამასთან, როგორც გარდიანი წერს, ჩრდილოეთ ჩინეთში HMPV-ის შემთხვევების მზარდმა რაოდენობამ გარკვეული განგაში გამოიწვია, მაგრამ მედიის ცნობითვე, ექსპერტები აცხადებენ, რომ Covid-19-ის მსგავსი პანდემიის რისკი დაბალია